3/2/20

საიდან იწყება ფურშეტის ფასი საქართველოში?

საქართველოში ფურშეტის ფასების  ანალიზი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა მარტივი მიზეზის გამო- მოწესრიგებული, დადგენილი ფასების პრაის-ლისტები ძალიან ცოტა ქეითერს აქვს. ბუნებრივია, ამას თავისი ობიქტური მიზეზები ექნება, რომელთა ანალიზიც , ამ ეტაპზე , არაა ჩვენი მიზანი.

ამ თემაზე მკითხველისათვის ვფიქრობთ, საინტერესო იქნება 
მთავარი ქეითერული პორტალის   პოსტები, რომლებიც ქვემოთაა ჩამოვლილი. ლინკები გადის. მთავარ ქეითერულ პორტალზე  ინფორმაცია  მუდმივად ახლდება.


ფურშეტი -ს მენიუ და ფასები  
ფურშეტის (ქეითერინგის) მენიუს ზოგადი მიმოხილვა
საკვების რაოდენობის დაანგარიშება სტუმრებზე 
რითი გამასპინძლება არ ღირს ფურშეტზე 
წამყვანი ქეითერული ფირმების საბაზო ფურშეტ-მენიუები და ფასები 
წამყვანი ქეითერული ფირმების  ფურშეტის სრული მენიუები ფირმების მიხედვით 

ფასების სეგმენტაცია  , რამდენადაც მათი დადგენა დიალოგის რეჟიმში მოხერხდა ასეთია:

ძვირიანი სეგმენტი 30 $-დან

იკვეთება ძვირიანი, ელიტური ფასების დიდი სეგმენტი. ამ სეგმენტზე  პროდუქტი, სერვირება და სერვისიც საუკეთესო დონისაა. ფასები იწყება კაცზე 30 დოლარიდან (ლარებში).
ძირითადად ამ სერვისით უცხოური ორგანიზაციები და ქართველი ბურჟუები სარგებლობენ.
ვფიქრობთ, ამ სეგმენტზე უდაო ლიდერია fmgroup 


საშუალო ფასიანი სეგმენტი 8 $-დან

ამ სეგმენტზე ფასები  8-12 დოლარის ექვივალენტის ფარგლებში მერყეობს. პროდუქტისა და სერვისის ხარისხი ფასების შესაბამისია . მთლიანობაში , შეიძლება ითქვას ხარისხი არც ისე ცუდია.

დაბალ ფასიანი სეგმენტი - 3,5 $-დან


ამ სეგმენტის პროდუქციის ხარისხი არც ისე დაბალია. შეიძლება ჯობდეს კიდეც საშუალო სეგმენტის პროდუქტების ხარისხს.
ეს ,ჩვენის აზრით მიიღწევა შემდეგ მიზეზის გამო:
- ამ სეგმენტს ემსახურებიან  მიკრო მეწარმეები, რომლებსაც ხარჯი ნაკლები აქვთ, ხშირად იყენებენ საკუთარი სოფლის პროდუქტებს. უფრო მეტიც, ამ ბიზნესში შევიდნენ საკუთარი პროდუქტების რეალიზაციის მიზნით.
- ხშირად, კერძების ნაწილს თვითონ ფურშეტის შემკვეთები ამზადებენ .ეს დაბლა წევს
ფასს. დონეც ნორმალურია, რადგან  შემორჩენილ ქართულ ოჯახებში კულინარული
კულტურა მაღალია.

2/2/20

სოკოს ხინკალი მოსწონთ ფურშეტების სტუმრებს


სოკოს ხინკალი მოსწონთ ფურშეტების სტუმრებს

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- „ხინკლის ფურშეტი „ . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით


ინგრედიენტები
        სოკო - 1-1.5 კგ
        ნიორი - 1-2 კბილი
        ქინძი
        ფქვილი - 1 კგ.
        ხახვი - 2 თავი
        მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ცომი
მაგარი ცომის მოსაზელად ჯამში მოთავსებულ ფქვილს მოაყარეთ მარილი, ჩაასხით 0.4 ლიტრი ნელთბილი წყალი და მოზილეთ მკვრივი მასის მიღებამდე.გააბრტყელეთ მოაყარეთ ფქვილი და დაჭერით სასურველი ზომის მრგვალ ფორმებად.

შიგთავსი:
ქამა სოკო დაჭერით წვრილად დაამატეთ ხახვი და ქინძი. ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ სოკო. შემდეგ დაამატეთ პილპილი, ნიორი, მარილი, . იმისათვის, რომ ხინკალი  წვნიანი გამოვიდეს სოკოს მიერ გამოშვებული წვენი არ დააშროთ.

გამზადებულ მრგვალფორმებში ჩაუდეთ გულსართი და მოხარშეთ ადუღებულ წყალში. ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი .(სანამ ზემოთ არ ამოტივტივდება).



მთიულური ხინკალი ფურშეტებზეც პოპულარული ხდება


მთიულური ხინკალი ფურშეტებზეც პოპულარული ხდება

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- ხინკლის ფურშეტი . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით

ინგრედიენტები ცომისა და გულსართისთვის:
        ფქვილი - 500 გრ
        ღორის ხორცი - 300 გრ
        საქონლის ხორცი - 200 გრ
        ხახვი - 3 თავი
        დაფქული წითელი წიწაკა' - 1/2 ჩკ
        მარილი - გემოვნებით
        ძირა - 1/2 ჩკ



მომზადების წესები
გულსართის მომზადება:
დაჭერით  ღორის და საქონლის ხორცი  და  გაატარეთ  ხახვთან  ერთად.  გატარებულ მასას დაუმატეთ  მარილი, ძირა,  იმდენი  წყალი,  რამდენსაც  შეიწოვს  და  მსხვილად დაფქვილი  წითელი  წიწაკა,  ინგრედიენტების შერევის შემდეგ მოზილეთ.

ცომის მომზადება:
გორაკად მოგროვილი ფქვილი  შუა  ადგილზე  ჩააღრმავეთ  და მარილიანი  წყალი ჩაასხით, მოზილეთ ისე, რომ გამოვიდეს მაგარი ცომი.დაახლოებით  20  წუთი დადეთ  ცომი.  შემდეგ გააბრტყელეთ გამოჭერით  მრგვალ  ნაჭრებად(შესაძლებელია ჭიქის გამოყენება).  გამოჭრილი  ნაჭრები  გააბრტყელეთ  თხელ  ფენებად (ძალიან თხელი არ გამოდგება, გასკდება),  საკმარისია ერთი  სუფრის  კოვზი  ფარში,ნაკეცების გაკეთების შემდეგ  მოუგრიხეთ  თავი  და  დატკეპნეთ ნაოჭები ფრთხილად.
მოხარშვის პროცესი:  ადუღებულ  მარილიან  წყალში ჩაყარეთ გამზადებული ხინკლები და  მოხარშეთ.  იმისათვის, რომ არ მიეკრას ქვაბის ძირს სასურველია დროდადრო მოვურიოთ, როცა წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება უკვე მზად  არის.



1/30/20

100-ზე მეტი თანამშრომელი


FM Group


... Food Management Group 
2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. კომპანიას აქვს კორპორატიული კვების, ფურშეტების, ქეიტერინგის მიმართულებები და დღეისთვის, კვების მენეჯმენტის მხრივ,ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, საქართველოს ბაზარზე.
შ.პ.ს. Food Management Group 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება.
Food Management Group - ხარისხზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა გამოარჩევს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება ახალი, გაუყინავი პროდუქტისგან, რომელიც გადის შემოწმებას სპეციალურად შექმნილი სურსათის უვნებლობისა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ.სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს წარმოებული პროდუქტისა და სერვისის მაღალი ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას.
Food Management Group ამ დროისთვის ოცდაათამდე ობიექტს ემსახურება, რომელთაგან ყველამ წარმატებით გაიარა საკვების უსაფრთხოების კონტროლი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.