2/2/20

სოკოს ხინკალი მოსწონთ ფურშეტების სტუმრებს


სოკოს ხინკალი მოსწონთ ფურშეტების სტუმრებს

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- „ხინკლის ფურშეტი „ . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით


ინგრედიენტები
        სოკო - 1-1.5 კგ
        ნიორი - 1-2 კბილი
        ქინძი
        ფქვილი - 1 კგ.
        ხახვი - 2 თავი
        მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ცომი
მაგარი ცომის მოსაზელად ჯამში მოთავსებულ ფქვილს მოაყარეთ მარილი, ჩაასხით 0.4 ლიტრი ნელთბილი წყალი და მოზილეთ მკვრივი მასის მიღებამდე.გააბრტყელეთ მოაყარეთ ფქვილი და დაჭერით სასურველი ზომის მრგვალ ფორმებად.

შიგთავსი:
ქამა სოკო დაჭერით წვრილად დაამატეთ ხახვი და ქინძი. ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ სოკო. შემდეგ დაამატეთ პილპილი, ნიორი, მარილი, . იმისათვის, რომ ხინკალი  წვნიანი გამოვიდეს სოკოს მიერ გამოშვებული წვენი არ დააშროთ.

გამზადებულ მრგვალფორმებში ჩაუდეთ გულსართი და მოხარშეთ ადუღებულ წყალში. ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი .(სანამ ზემოთ არ ამოტივტივდება).



No comments:

Post a Comment