3/2/20

საიდან იწყება ფურშეტის ფასი საქართველოში?

საქართველოში ფურშეტის ფასების  ანალიზი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა მარტივი მიზეზის გამო- მოწესრიგებული, დადგენილი ფასების პრაის-ლისტები ძალიან ცოტა ქეითერს აქვს. ბუნებრივია, ამას თავისი ობიქტური მიზეზები ექნება, რომელთა ანალიზიც , ამ ეტაპზე , არაა ჩვენი მიზანი.

ამ თემაზე მკითხველისათვის ვფიქრობთ, საინტერესო იქნება 
მთავარი ქეითერული პორტალის   პოსტები, რომლებიც ქვემოთაა ჩამოვლილი. ლინკები გადის. მთავარ ქეითერულ პორტალზე  ინფორმაცია  მუდმივად ახლდება.


ფურშეტი -ს მენიუ და ფასები  
ფურშეტის (ქეითერინგის) მენიუს ზოგადი მიმოხილვა
საკვების რაოდენობის დაანგარიშება სტუმრებზე 
რითი გამასპინძლება არ ღირს ფურშეტზე 
წამყვანი ქეითერული ფირმების საბაზო ფურშეტ-მენიუები და ფასები 
წამყვანი ქეითერული ფირმების  ფურშეტის სრული მენიუები ფირმების მიხედვით 

ფასების სეგმენტაცია  , რამდენადაც მათი დადგენა დიალოგის რეჟიმში მოხერხდა ასეთია:

ძვირიანი სეგმენტი 30 $-დან

იკვეთება ძვირიანი, ელიტური ფასების დიდი სეგმენტი. ამ სეგმენტზე  პროდუქტი, სერვირება და სერვისიც საუკეთესო დონისაა. ფასები იწყება კაცზე 30 დოლარიდან (ლარებში).
ძირითადად ამ სერვისით უცხოური ორგანიზაციები და ქართველი ბურჟუები სარგებლობენ.
ვფიქრობთ, ამ სეგმენტზე უდაო ლიდერია fmgroup 


საშუალო ფასიანი სეგმენტი 8 $-დან

ამ სეგმენტზე ფასები  8-12 დოლარის ექვივალენტის ფარგლებში მერყეობს. პროდუქტისა და სერვისის ხარისხი ფასების შესაბამისია . მთლიანობაში , შეიძლება ითქვას ხარისხი არც ისე ცუდია.

დაბალ ფასიანი სეგმენტი - 3,5 $-დან


ამ სეგმენტის პროდუქციის ხარისხი არც ისე დაბალია. შეიძლება ჯობდეს კიდეც საშუალო სეგმენტის პროდუქტების ხარისხს.
ეს ,ჩვენის აზრით მიიღწევა შემდეგ მიზეზის გამო:
- ამ სეგმენტს ემსახურებიან  მიკრო მეწარმეები, რომლებსაც ხარჯი ნაკლები აქვთ, ხშირად იყენებენ საკუთარი სოფლის პროდუქტებს. უფრო მეტიც, ამ ბიზნესში შევიდნენ საკუთარი პროდუქტების რეალიზაციის მიზნით.
- ხშირად, კერძების ნაწილს თვითონ ფურშეტის შემკვეთები ამზადებენ .ეს დაბლა წევს
ფასს. დონეც ნორმალურია, რადგან  შემორჩენილ ქართულ ოჯახებში კულინარული
კულტურა მაღალია.

No comments:

Post a Comment