ცისტიტი cystitis

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება. აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, უფრო ხშირად ხანში შესულ ქალებში.
ცისტიტი – ეტიოლოგია. წამყვანი როლი ეკუთვნის ინფექციას. შარდის ბუშტში პათოგენური ბაქტერიების შეღწევა განპირობებულია შარდსასქესო აპარატის აგებულების თავისებურებით: მოკლე და ფართო ურეთრა, საშოსა და სწორი ნაწლავის სიახლოვე. ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს შარდის გამოდენის დარღვევა შარდის ბუშტიდან, დეფლორაცია, ორსულობა, მშობიარობა, სასქესო ორგანოების ანთება,გაცივება, შეკრულობა, საკვები ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც აღიზიანებენ შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს, შარდის ბუშტის დასხივება მცირე მენჯის სხივური თერაპიისას. Read the rest of this entry »