2/2/20

მთიულური ხინკალი ფურშეტებზეც პოპულარული ხდება


მთიულური ხინკალი ფურშეტებზეც პოპულარული ხდება

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- ხინკლის ფურშეტი . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით

ინგრედიენტები ცომისა და გულსართისთვის:
        ფქვილი - 500 გრ
        ღორის ხორცი - 300 გრ
        საქონლის ხორცი - 200 გრ
        ხახვი - 3 თავი
        დაფქული წითელი წიწაკა' - 1/2 ჩკ
        მარილი - გემოვნებით
        ძირა - 1/2 ჩკ



მომზადების წესები
გულსართის მომზადება:
დაჭერით  ღორის და საქონლის ხორცი  და  გაატარეთ  ხახვთან  ერთად.  გატარებულ მასას დაუმატეთ  მარილი, ძირა,  იმდენი  წყალი,  რამდენსაც  შეიწოვს  და  მსხვილად დაფქვილი  წითელი  წიწაკა,  ინგრედიენტების შერევის შემდეგ მოზილეთ.

ცომის მომზადება:
გორაკად მოგროვილი ფქვილი  შუა  ადგილზე  ჩააღრმავეთ  და მარილიანი  წყალი ჩაასხით, მოზილეთ ისე, რომ გამოვიდეს მაგარი ცომი.დაახლოებით  20  წუთი დადეთ  ცომი.  შემდეგ გააბრტყელეთ გამოჭერით  მრგვალ  ნაჭრებად(შესაძლებელია ჭიქის გამოყენება).  გამოჭრილი  ნაჭრები  გააბრტყელეთ  თხელ  ფენებად (ძალიან თხელი არ გამოდგება, გასკდება),  საკმარისია ერთი  სუფრის  კოვზი  ფარში,ნაკეცების გაკეთების შემდეგ  მოუგრიხეთ  თავი  და  დატკეპნეთ ნაოჭები ფრთხილად.
მოხარშვის პროცესი:  ადუღებულ  მარილიან  წყალში ჩაყარეთ გამზადებული ხინკლები და  მოხარშეთ.  იმისათვის, რომ არ მიეკრას ქვაბის ძირს სასურველია დროდადრო მოვურიოთ, როცა წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება უკვე მზად  არის.



No comments:

Post a Comment